გიორგი შილაკაძე დაიბადა 1967 წლის 10 მაისს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოსა და ორგანის სპეციალობით პროფ. რ. თავაძისა და პროფ. ე. მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით. 1995-1998 წლებში გაიარა ასისტენტურა-სტაჟირების კურსი სიმფონიური დირიჟორობის სპეციალობით პროფ. შ. შილაკაძესთან.
1988 წლიდან მუშაობს კამერულ ორკესტრში - “თბილისის კონცერტინო”. უკრავდა კლავესინზე, ორგანზე, საყვირზე და იყო დირიჟორის ასისტენტი. 1996 წლიდან არის ამავე ორკესტრის დირიჟორი. 1996 1998 წლებში იყო ბათუმის ორკესტრის მეორე დირიჟორი.
1998-2003 წლებში გაიარა სტაჟირება ზაარბრუკენში და მანჰაიმში პროფ. მაქს პომერისა და პროფ. კლაუს არპის ხელმძღვანელობით.
2007-2008 წლებში იყო თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი. 2005 წლიდან დიდი წარმატებით უძღვება თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის N2 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის სიმებიან ორკესტრს. ჩატარებული აქვს კამერული და სიმფონიური კონცერტები.
გ. შილაკაძის სადირიჟორო რეპერტუარი შედგება ბახის, ბარბერის, ბეთჰოვენის, ბერგის, ბრამსის, ბრიტენის, ბრუკნერის, გლუკის, დვორჟაკის, ელგარის, ვაგნერის, ვივალდის, კორელის, ლარსონის, მალერის, მენდელსონის, მოცარტის, ონეგერის, პულენკის, რაველის, რამოს, სიბელიუსის, ტელემანის, შმიდტის, შონბერგის, შოსტაკოვიჩის, შტრაუსის, შუბერტის, შუმანის, შუტცის, ჩაიკოვსკის, ჰაიდნის, ჰალგრიმსონის, ჰენდელის, ჰინდემიტის და სხვათა კამერული, სიმფონიური, ვოკალური, კანტატა-ორატორიული ჟანრის ნაწარმოებები, აგრეთვე ქართველი კომპოზიტორების ვ. აზარაშვილის, ე. ლომდარიძის, ნ. მამისაშვილის, ს. ნასიძის, შ. შილაკაძის, ს. ცინცაძის კამერული მუსიკა.
ჩამოთვლილ კომპოზიტორტა არაერთი ნაწარმოები საქართველოში პირველად
გ. შილაკაძემ შეასრულა, მათი ნაწილი მანვე გადაამუშავა კამერული ორკესტრისათვის.
|